სიახლეები

 

„ხელოვნება განათლებისთვის“ თანამედროვე კამერული მუსიკის ფესტივალი

3513
  • 9 მარტი 2018
„ხელოვნება განათლებისთვის“ თანამედროვე კამერული მუსიკის ფესტივალი
9 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით თბილისში გაიმართება მუსიკალური ფესტივალი - “ხელოვნება განათლებისთვის“, რომლის ორგანიზატორები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები - მარიამ მაჩაიძე (ვიოლინო - ჯულიარდის სკოლა, აშშ) და ქეთევან ტიღაშვილი (ჰობოი - მიუნხენის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უნივერსიტეტი, გერმანია) არიან.

ფესტივალში მონაწილეობას აგრეთვე მიიღებენ ესტონეთის, იტალიის, ინგლისის, უკრაინისა და კორეის რესპუბლიკის წარმომადგენლები - სუან ო - ვიოლინო, ლილია ტიმჩიშენი - ალტი, იოჰანეს ველია - ჩელო, მატეო გობინი - ფორტეპიანო. პროექტი შედგება მასტერკლასებისა და კონცერტებისგან ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებისთვის, კონსერვატორიის სტუდენტებისა და ფართო საზოგადოებისთვის. პროექტის მიზანია, საქართველოში ინსტრუმენტალური მუსიკის განვითარება, მომავალი თაობის, ახალგაზრდების მოზიდვა და კლასიკური მუსიკით დაინტერესება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შემდეგი ღონისძიებები:

9, 10, 11 მარტი, 13:00 საათი - მასტერკლასები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში;
13 მარტი, 20:00 საათი - კონცერტი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, გუდიაშვილის ქუჩა 7);
14 მარტი, 19:00 საათი - კონცერტი (“კამარა” ოქროყანის ქუჩა 17);
15 მარტი 20:30 საათი - კონცერტი („ფაბრიკა“, ნინოშვილის 8);
16 მარტი 18:00 საათი - კონცერტი (თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი, გრიბოედოვის ქუჩა 8/10);

აღნიშნული პროექტი სსიპ განათლების საერთაშორის ცენტრის მიერ გამოცხადებული „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო კონკურსის“ გამარჯვებული პროექტია (სულ 4 პროექტი დააფინანსა ცენტრმა). „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო კონკურსის“ მიზანია, ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების კურსდამთავრებულთა ინტელექტუალური რესურსის გამოყენება ქვეყნის სახელმწიფოებრივი, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების საქმეში.




Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი -  „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა პროექტი „STEM სასკოლო ჰაბი.”

Read more
202122
232425
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი პორტუგალიაში, აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის (ACA) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

Read more
26272829
30123456