სიახლეები

 

კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან

4510
  • 23 ივლისი 2021
კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად იქმნება სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტთა უფლებების დამცველი სამუშაო ჯგუფი. 

კონკურსანტთა უფლებების დამცველ ჯგუფთან კონსულტაციები გაიმართება 27 ივლისს, 14:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში.


აღნიშნულ შეხვედრებზე კონკურსანტთა უფლებების დამცველი განიხილავს სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტების შესარჩევ პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებს, განუმარტავს შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებულ საკონკურსო პროცედურებს და საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესს. კონკურსანტის განცხადების განხილვისას, შერჩევის პროცესში დაშვებული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებების დამცველი უფლებამოსილია მიმართოს საკონკურსო კომისიას რეკომენდაციით კონკურსანტის საკონკურსო განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ, ასევე შეიმუშავებს და წარუდგენს ცენტრს რეკომენდაციებს სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით.


კონსულტაციებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, წინასწარ მოგვწეროთ თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია) 26 ივლისის 17:00 საათამდე, შემდეგ ელ - ფოსტაზე: info-iec@iec.gov.ge.


წერილის დანიშნულებაში მიუთითეთ: გასაუბრება კონკურსანტთა უფლებების დამცველ ჯგუფთან. 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345