სიახლეები

 

სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის!

8820
  • 1 მარტი 2023
სასტიპენდიო პროგრამები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის!

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 2023-2024 სასწავლო წლისათვის, აცხადებს კონკურსს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ  ოთხ სასტიპენდიო პროგრამაზე:

• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამა 2023-2024;

• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა 2023-2024;

• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამა 2023-2024;

• საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024.

 

პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ, აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში და მიღებული ცოდნა მოახმარონ საქართველოს.

განაცხადები ცენტრის ვებგვერდზე - www.iec.gov.ge - ელექტრონულ ფორმატში, ონლაინ სააპლიკაციო სისტემის მეშვეობით 1-ელი მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით მიიღება.

სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება საკონკურსო ვადის დასრულებამდე: ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა ასევე შესაძლებელია ცენტრის სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97  და ელექტრონული ფოსტის iec@iec.gov.ge მეშვეობით.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, 2014 წელს დაარსდა, უკვე 9 წელია აფინანსებს საზღვარგარეთ სწავლის მსურველ სტუდენტებს. კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს საქმიანობას საქართველოში შესაბამის სფეროში.
უფრო ვრცელი ინფორმაცია თითოეული პროგრამის შესახებ იხილეთ ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge.

მოახმარე შენი ცოდნა საქართველოს!

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
5.0

x
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
910111213
„გეომატიკა ყველასთვის“ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, სეზონური სკოლის სერიები მიმდინარეობს

„გეომატიკა ყველასთვის“ - განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, სეზონური სკოლის სერიები მიმდინარეობს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის - „გეომატიკა ყველასთვის: განათლების სეზონური სკოლის სერიები“ ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო სესიები ჩატარდა.

Read more
1415
161718
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა EPLO-ს დირექტორთა ბორდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა EPLO-ს დირექტორთა ბორდის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა საბერძნეთის რესპუბლიკაში, საჯარო სამართლის ორგანიზაციის (EPLO) მიერ ორგანიზებულ, დირექტორთა ბორდისა და ევროპის საჯარო სამართლის ჯგუფის (EGPL) ყოველწლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

Read more
19202122
23242526272829
30123456