სიახლეები

 

მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

28175
  • 3 დეკემბერი 2019
მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

2019 წლის 5 აგვისტოს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას შორის გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, ცენტრმა ასოციაციას გადასცა  თანხა 150 000 ლარის ოდენობით მცირე საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად.

ხელშეკრულების თანახმად ასოციაციამ მცირე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიზანი კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობაა.

მცირე საგრანტო პროგრამის კონკურსში განაცხადის შეტანის უფლება მიეცათ ასოციაციის წევრებს (წევრთა ჯგუფებს), რომლებმაც ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვეს დაფინანსება, დაასრულეს სწავლა და გახდნენ კურსდამთავრებულთა ასოციაციის წევრები.

მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ძირითადი მიმართულებები ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების მსგავსია, კერძოდ: რეგიონული განვითარება; ინოვაციების ხელშეწყობა; განათლება; ხელოვნება და შემოქმედებითი ინდუსტრიები; ჯანდაცვა; კონფლიქტები; გარემოს დაცვა.

კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული საპროექტო განაცხადისთვის განისაზღვრა 25,000 ლარით თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში,  ხოლო - 15,000 ლარით - თანადაფინანსების არარსებობის შემთხვევაში,  საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა კი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს. საკონკურსო კომისიამ პროგრამის ფარგლებში 8 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა. ეს პროექტებია:

„ინოვაციური ჩასასხმელი მასალის განვითარება უნიკალური ტექნოლოგიის, გაჯის ნალესობაზე შესრულებული, კედლის მხატვრობის კონსერვაციისათვის“, პროექტის ავტორი: მარიამ საღარაძე;

„ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების განვითარების ეკონომიკური გავლენის ანალიზი და მისი როლი ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში“, პროექტის ავტორი: ავთანდილ თოდუა;

"ლილე" - კომპიუტერული თამაშის პროტოტიპი“, პროექტის ავტორი: ლუკა ლებანიძე;

,,მდინარე რიონის აუზის წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვა“, პროექტის ავტორი: ზაზა გულაშვილი;

„მულტიმედია საგამოფენო და საგანმანათლებლო პროექტი Post.Digital.Dreams“, პროექტის ავტორი: ხატია ჭოხონელიძე;

„თანამედროვე ხელოვნების არქივი - სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების მონაცემთა ბაზა“, პროექტის ავტორი: ნიკოლოზ ნადირაშვილი;

„სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის“, პროექტის ავტორები: ნინო იაკობიშვილი, ლალი გიორგიძე.

„განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საკონსულტაციო პროგრამა IECA Consulting Program“, პროექტის ავტორი: გიორგი ციმინტია;

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
5.0

x
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31
საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

დაიწყო განაცხადების მიღება საგრანტო პროგრამის ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’ფარგლებში. 

Read more
123456
7
საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული, და ონლაინ - ZOOM პლატფორმაზე:

Read more
8910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011