სიახლეები

 

მედია ტრენინგი

2554
  • 25 სექტემბერი 2015
მედია ტრენინგი
„საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების“ პროგრამის ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრი მედია ტრენინგში მონაწილობის მისაღებად კონკურსს აცხადებს. ტრენინგი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) 2015 წლის 14-20 ნოემბერს ჩატარდება.
ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, ამ ქვეყნების საჯარო სისტემებში ინტერ-სექტორალური მუშაობის გამოცდილების გაზიარება, ქვეყნის საჯარო სექტორში კადრების გადამზადების ერთ-ერთი მოდულია და ინდივიდუალური გადამზადების პროგრამებთან ერთად, ითვალისწინებს სემინარების, კურსების, პრაქტიკული მეცადინეობებისა და ტრენინგების ორგანიზებას განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკის, პოლიტიკის სფეროში.
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული მედია-ტრეინინგი, რომელიც განათლების პოლიტიკის მედია განხილვისა და გაშუქების სპეციფიკას ეხება, ქართველ ჟურნალისტებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ როგორც სემინარის ტიპის ღონისძიებებში, ასევე პრეზენტაციებში განათლების ინტერნაციონალიზაციის, დაგეგმარების, დაფინანსების შეფასების თემებზე. ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები უნგრეთის განათლების სამინისტროში, საერთაშორისო მედია ცენტრში, უნგრეთის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ფრიდომ ჰაუსში (Freedom House), სადაც ტრენინგის მონაწილეები უცხოელ კოლეგებთან ერთად განიხილავენ მედიის როლს/გავლენას ევროკავშირის ზოგადი და უმაღლესი განათლების პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში.
მედია-ტრენინგის პროგრამაში განაცხადები მიიღება 25 სექტემბრიდან - 9 ოქტომბრის ჩათვლით (18:00 სთ), 2015. დაინტერესებულ პირები განაცხადს და შესაბამის დოკუმენტაციას წარმოადგენენ ცენტრის ოფოციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით . პროგრამა კონკურსის საფუძველზე 24 აპლიკანტს შეარჩევს. კონკურსში უპირატესობა მიენიჭება საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების თანამშრომლებსა და საჯარო საკომუნიკაციო და მასობრივი ინფორმაციის სფეროში მომუშავე აპლიკანტებს ( მათ შორის: „საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში“, სსიპ "საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო" - ში, სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრ“-ში დასაქმებულ პირებს).
მედია ტრენინგის სამუშაო ენა ინგლისური იქნება. საჯარო სამსახურებში დასაქმებული პირები სრულად დაფინანსედებიან განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ.

 პროგრამა
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345