სიახლეები

 

მემორანდუმი განათლების საერთაშორისო ცენტრსა და „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ს შორის

3305
  • 30 ივნისი 2017
მემორანდუმი განათლების საერთაშორისო ცენტრსა და „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ს შორის
30 ივნისს განათლების განათლების საერთაშორისო ცენტრსა და „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია კომპანიის მიერ ცენტრის საქმიანობისა და მისიის ხელშეწყობა და ცენტრის ბენეფიციარებისთვის საერთაშორისო სტუდენტური დაზღვევის ექსკლუზიური პირობების შეთავაზება.

ასევე, წლის განმავლობაში, კომპანია ყოველწლიურად უზრუნველყოფს რამდენიმე სტუდენტის დაფინანსებას უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა და სპეციალობები განისაზღვრება განათლების საერთაშორისო ცენტრთან შეთანხმებით.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს გენერალურმა დირექტორმა ნინო კობახიძემ.




Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ოქტომბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789