სიახლეები

 

მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო

609
  • 1 ივნისი 2020
მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო. მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განაცხადები მიიღება 2020 წლის 1 ივნისიდან 2020 წლის 15 ოქტომბრის  ჩათვლით (თბილისის დროით 18:00 სთ-მდე).

განაცხადები მიიღება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით.

ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

სამაგისტრო/საბაკალავრო პროგრამებზე გრანტის მფლობელთა მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება მხოლოდ შესაბამისი აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. დამატებითი სემესტრი/აკადემიური წელი არ ფინანსდება. სადოქტორო პროგრამაზე დაფინანსებულ გრანტის მფლობელთა მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება სასტიპენდიო პროგრამის და გრანტის მიმღებთან გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.

საკონკურსო კომისიების მიერ განაცხადების განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადები: 2020 წლის 30 ივნისი, 31 ივლისი, 31 აგვისტო, 30 სექტემბერი, 30 ოქტომბერი. განაცხადის განხილვა მოხდება წარმოდგენის თარიღის შესაბამისად ამ პუნქტით დადგენილ ვადებში.

 

იხილეთ მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;

CV/რეზიუმე;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. ცნობაში მითითებული უნდა იყოს (ან წარმოდგენილ იქნეს ცალკე დოკუმენტით) აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის, სტუდენტის სწავლის დაწყებისა და დასრულების პერიოდის შესახებ ინფორმაცია;

გასული წლის შეფასების ოფიციალური ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით გასულ წელს გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში დოქტორანტებისთვის - განვლილ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება დაგეგმილი აკადემიური სამუშაოების აღწერით;

შეფასების ოფიციალურ ფურცელში საშუალო ქულის/ქულის განმარტების  მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან განვლილი წლის შეფასების საშუალო ქულისა ან/და მისი განმარტების შესახებ (სასწავლების მიერ გაცემულ ოფიციალურ ცნობაში ქულის განმარტების  მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა უმაღლესი განათლების შეფასების სისტემების შესაბამისობის დადგენის თაობაზე);

ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში მითითებული რეკომენდატორის მიერ ამავე სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით);

დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;

დოკუმენტი 2020-2021 სასწავლო წლის სწავლების ფორმის შესახებ;

სტატუს რეპორტი (სტატუს რეპორტის შედგენისას, სტიპენდიატისთვის  მნიშვნელოვანი თემატიკის გარდა, წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია 2019-2020 აკადემიურ წელს განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი აქტივობისა და მოპოვებული წარმატების შესახებ).

 

იხილეთ ბრძანება

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2020»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930123
სასტიპენდიო კომისიის წევრთა შემაჯამებელი შეხვედრა

სასტიპენდიო კომისიის წევრთა შემაჯამებელი შეხვედრა

2 ივლისს გაიმართა სამუშაო და შემაჯამებელი შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო სადოქტორო, საერთაშორისო სამაგისტრო და საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამების კომისიის წევრებთან.

Read more
45
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789