სიახლეები

 

მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო

19697
  • 3 ივნისი 2019
მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო

განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო. მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების მოთხოვნის შესახებ განაცხადები მიიღება 2019 წლის   1 ივნისიდან   2019 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით (თბილისის დროით  19:00 საათამდე).

განაცხადები მიიღება ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში https://app.iec.gov.ge/, ელექტრონული განაცხადის ფორმის შევსებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვის გზით. 


ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადის შევსებისას ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. დოკუმენტები აგრეთვე შეიძლება წარმოდგენილი იყოს ინგლისურ ენაზე. სხვა უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი განიხილება ქართულ ენაზე სანოტარო წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად.

გრანტის მფლობელთა მიერ მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამის საკონკურსო კომისია. გრანტის მფლობელთა მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება მხოლოდ პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის ფარგლებში. დამატებითი სემესტრი/აკადემიური წელი არ ფინანსდება. სადოქტორო პროგრამაზე დაფინანსებულ გრანტის მფლობელთა მომდევნო აკადემიური წლისთვის დაფინანსების გაგრძელების საკითხი განიხილება სასტიპენდიო პროგრამის და გრანტის მიმღებთან გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.



იხილეთ მომდევნო აკადემიური წლისათვის დაფინანსების მოთხოვნის შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:



1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;


2. CV/რეზიუმე;


3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ აკადემიური პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის, სტუდენტის სწავლის დაწყებისა და დასრულების პერიოდის მითითებით;
4. გასული წლის შეფასების ოფიციალური ფურცელი საშუალო ჯამური ქულის მითითებით გასულ წელს გაფორმებული გრანტის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად. ქულობრივი შეფასების სისტემის არ არსებობის შემთხვევაში დოქტორანტებისთვის - განვლილ სასწავლო წელს დაგეგმილი აკადემიური სამუშაოს შესრულების ოფიციალური შეფასება დაგეგმილი აკადემიური სამუშაოების აღწერით;


5. შეფასების ოფიციალურ ფურცელში საშუალო ქულის/ქულის განმარტების მიუთითებლობის შემთხვევაში ცნობა სასწავლებლიდან განვლილი წლის შეფასების საშუალო ქულისა ან/და მისი განმარტების შესახებ (სასწავლების მიერ გაცემულ ოფიციალურ ცნობაში ქულის განმარტების მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა უმაღლესი განათლების შეფასების სისტემების შესაბამისობის დადგენის თაობაზე);


6. ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება კონკურსანტის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში მითითებული რეკომენდატორის მიერ ამავე სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით);


7. დოკუმენტი სწავლის საფასურის შესახებ;


8. სტატუს რეპორტი (სტატუს რეპორტის შედგენისას, სტიპენდიანტისთვის მნიშვნელოვანი თემატიკის გარდა, წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია 2018-2019 აკადემიურ წელს განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი აქტივობისა და მოპოვებული წარმატების შესახებ).

იხილეთ ბრძანება

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
3.0

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567