სიახლეები

 

მომდევნო სასტიპენდიო კონკურსი იწყება

2170
  • 5 ნოემბერი 2014
მომდევნო სასტიპენდიო კონკურსი იწყება
განათლების საერთაშორისო ცენტრი, საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის, მომდევნო სასტიპენდიო კონკურსს აცხადებს. ასევე, კონკურსი ჩატარდება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამაზე.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 3 ნოემბერს პროგრამების ღია კარის დღე გამართა. დაინტერესებულ პირებს კონკურსის პირობები მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ გააცნეს.

აპლიკანტების საბუთების მიღება 3 ნოემბერს დაიწყო და 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამების აპლიკანტები სამსაფეხურიან შესარჩევ კონკურს გაივლიან განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისიასთან, რომლის შემადგენლობაში სამთავრობო და განათლების სფეროში მოღვაწე არასამათავრობო/საერთაშორისო უწყებების წარმომადგენლები იმყოფებიან.

საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლითაც კომისია კონკურსანტების შეფასებისას იხელმძღვანელებს, სტუდენტის აკადემიური და პროფესიული მიმართულებაა. სახელმწიფო განვითარების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, განათლების ცენტრი უპირატესობას მიანიჭებს აგრარული, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ტექნიკური, სოციალური მეცნიერებების მიმართულების მქონე სტუდენტთა დაფინანსებას.

რაც შეეხება საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამას, კომისია კონკურსანტების განვლილ სამუშაო გამოცდილებას და შერჩეული საკვალიფიკაციო პროგრამის მიზანშეწოლილობას გაითვალისწინებს.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
56789
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი - ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - სიმპოზიუმი -  ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიტეტი“

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, განხორციელდა პროექტი - ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - სიმპოზიუმი - ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიტეტი“

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა პროექტი - „ეროვნული და საერთაშორისო სკოლა - სიმპოზიუმი - ფაგოთერაპია, ანტიმიკრობული რეზისტენტობა, იმუნიტეტი.“

Read more
1011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678