სიახლეები

 

ნინა კობახიძე ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში

2786
  • 2 აპრილი 2014
ნინა კობახიძე ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში
პრემიერ-მინისტრის სამეგრელოში ვიზიტის დროს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე სტუდენტებს შეხვდა.

ნინო კობახიძეს ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. კობახიძე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და პრემიერის საგანმანათლებლო ინიციატივები გააცნო.

ნინო კობახიძემ პრეზენტაციისას ზუგდიდელ სტუდენტებს თითოეული ინიციატივის არსი დეტალურად განუმარტა.

ზუგდიდელი სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა პრემიერის საგანმანათლებლო ინიციატივები, რომლებიც საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სამსახურში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებასა და რეგიონიდან ჩამოსული მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ხელმოკლე სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გულისხმობს.

ნინო კობახიძემ სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა და მათთვის პრობლემატურ საკითხებში დახმარებას დაჰპირდა.

კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა. სფეროს განვითარების მიზნით ახალი პროექტებისა შემუშავებაში კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშუალოდ არის ჩართული.

სტუდენტებთან შეხვედრამდე სასწავლებლის რექტორმა თეონა ხუფენიამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს უნივერსიტეტი დაათვალიერებინა. შოთა მესხიას სახელობისზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში 900 სტუდენტი სწავლობს. მათ შორის, აფხაზი ახალგაზრდებიც არიან.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567