სიახლეები

 

ნინო კობახიძე ბათუმის უნივერსიტეტში

2751
  • 3 აპრილი 2014
ნინო კობახიძე ბათუმის უნივერსიტეტში
3 აპრილს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო შეხვედრების პარალელურად, მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.

კობახიძემ სტუდენტებს განათლების სფეროში პრემიერის ინიციატივები გააცნო: პრემიერ-მინისტრის ინიციატივეი საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას, საჯარო სამსახურში წარჩინებული სტუდენტების სტაჟირებისა და პრაქტიკის დანრეგვასა და რეგიონიდან ჩამოსული მაღალი აკადემიური მოსწრების, ხელმოკლე სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის აშენებას გულისხმობს. პრემიერის ინიციატივებმა ბათუმის სახელმწიფიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში ინტერესი გამოიწვია.

პრეზენტაციას ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი დაესწრო. სტუდენტებმა ნინო კობახიძეს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივები სტუდენტებს დამატებით სტიმულსა და მოტივაციას აძლევს.

პრემიერის ინიციატივების წარდგენის შემდეგ მტავრობის კანცელარიის ხელმძღვანელის მოადგილემ სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345