სიახლეები

 

ნუნუ მიცკევიჩის სამუშაო შეხვედრა რეგიონებში სახელწიფო რწმუნებულებთან საზღვარგარეთ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ

10864
  • 5 დეკემბერი 2022
ნუნუ მიცკევიჩის სამუშაო შეხვედრა რეგიონებში სახელწიფო რწმუნებულებთან საზღვარგარეთ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა საზღვარგარეთ სასტიპენდიო პროგრამების შესახებ რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულ პროგრამებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, სახელმწიფო დაფინანსებითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს. შეხვედრას დაესწრო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რომელიც აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამების საკონკურსო კომისიის წევრია.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სასტიპენდიო პროგრამებში რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობის შესაძლებლობებზე და ამ პროცესში სახელმწიფო რწმუნებულთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ ,,სახელმწიფოს მხრიდან სტიპენდიის გაცემის ერთ-ერთი წინაპირობაა სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნება და მიღებული ცოდნის სამშობლოში რეალიზება. 

სამინისტროს ხედვის შესაბამისად, ცენტრის წარმატებული სტიპენდიატებისა და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების კურსდამთავრებული ახალგაზრდების ცოდნისა თუ პოტენციალის გამოყენება, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე, აუცილებელი და საშური საქმეა. ამასთან, მნიშვნელოვანია სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების განსაზღვრისა და შესაბამისი პროფესიების დაფინანსების პროცესში  რეგიონების საჭიროებებისა და სპეციფიკის გათვალისწინება.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად გვჭირდება სახელმწიფოს ჩართულობა, რათა რეგიონების საჭიროების შესაბამისად განვსაზღვროთ პრიორიტეტები,  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად შევიმუშაოთ საშეღავათო პოლიტიკა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შევძლოთ სამეცნიერო პოტენციალის სწორად განვითარება, პროფესიული განათლების მიმართულებით წარმატებული საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ცოდნის ქვეყნის სასარგებლოს გამოყენება.’’

შეხვედრას დაესწრნენ: განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში მიხეილ შაყულაშვილი; სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე; სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: მცხეთა-მთიანეთის მხარეში - გოჩა ქავთარაძე; იმერეთის მხარეში - ლევან კიკნაველიძე;  სამცხე-ჯავახეთის მხარეში - შოთა როსტიაშვილი; ქვემო ქართლის მხარეში - კახა კობერიძე;  სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში - ნინო ვიბლიანი და გურიის მხარეში - ქეთევან მოისწრაფიშვილი. 

შეხვედრის მონაწილეებმა ინფორმაციის გაზიარების პარალელურად, განსაზღვრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, ისაუბრეს რეგიონებში კადრების მომზადების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე და გამოთქვეს მზაობა, რომ, თავის მხრივ, ხელი შეუწყონ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობას სასტიპენდიო პროგრამებში.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345