17 ივლისს, 11:00 საათზე განათლების საერთაშორისო ცენტრში (ი.ჭავჭავაძის გამზირი 7) საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ უნგრელ და ფრანგ საერთაშორისო ექსპერტებთან ორდღიანი სემინარი გახსნა.
17 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით, 15:00-დან 18:00 საათამდე სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრში კონკურსანტთა უფლებების დამცველი მარიო შუტცე ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შეხვედრებს გამართავს.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017-2018 სასწავლო წლისთვის სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან გასაუბრებები დაიწყო.
5 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში ჩამოსულ 3 უნგრელ სტუდენტთან საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრში 2017-2018 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე მესამე ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან გასაუბრებები დაიწყო. პროგრამებით დაინტერესებულ პირებს ელექტრონული აპლიკაციის შემოტანა ცენტრის ვებ.გვერდზე ერთი თვის მანძილზე, 28 აპრილიდან- 31 მაისის ჩათვლით შეეძლოთ.