სიახლეები
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამაზე „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024“ და მის ქვეპროგრამაზე „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება განათლების ადმინისტრირების მიმართულებით“ ელექტრონული რეგისტრაცია 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში გამოცხადდა კონკურსი სასტიპენდიო პროგრამაზე „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024“ და მის ქვეპროგრამაზე „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება განათლების ადმინისტრირების მიმართულებით“.
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 2023-2024 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულმა სტიპენდიანტებმა, კომისიის წევრებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს.
განათლების საერთაშორისო ცენტრი წელს მეორედ გამოაცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024“.
2023 წლის 25 ივნისს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023-2024 აკადემიური წლის სტიპენდიანტთა მიღება გაიმართა.
კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულის პროექტის ფარგლებში, შემაჯამებელი გამოფენა გაიმართა
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებული პროექტის - „პირუტყვის სეზონური გადაადგილების სივრცითი კონფლიქტები და პოტენციალი“ ავტორებმა დიზაინ ინსტიტუტში შემაჯამებელი გამოფენა გამართეს.