პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შემქნილი განათლების საერთაშორისო ცენტრში განაცხადებების მიღება დაიწყო. სამაგისტრო, სადოქტორო და საჯარო მოხელეთა გადამზადების პროგრამებზე საბუთების მიღება დღეს დაიწყო და 7 ივნისს დასრულდება. მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ მისამართზე http://iec.gov.ge/
მოგეხსენებათ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ვებგვერდი და სააპლიკაციო ფორმა ახალი შექმნილია. პროგრამის მიზანია სააპლიკაციო პროცედურების ეფექტურად და მაღალი გამჭირვალობით წარმართვა.
განათლების საერთაშორისო ცენტრის ღია კარის დღე ესპო ჯორჯიას მესამე პავლიონში გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დაწვრილებითი ინფორმაცია განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამების შესახებ:
საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანმანათლებლო ინიციატივების უნივერსიტეტებში პრეზენტაცია გრძელდება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ინიციატივები დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო.
3 აპრილს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო შეხვედრების პარალელურად, მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.