სიახლეები

 

პრემიერ-მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა

3650
  • 9 ივლისი 2014
პრემიერ-მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა
თქვენ სამშობლო გიშვებთ უმნიშვნელოვანესი მისიით და გელოდებათ სათანადო კვალიფიკაციით აღჭურვილებს,- ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს.
მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს საკმარისზე მეტი ინტელექტუალური რესურსი გააჩნია, თუმცა ბევრ ახალგაზრდას საზღვარგარეთ განათლების მიღების საშუალება არ აქვს.
„სწორედ ამიტომ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს, მისცეს მათ ცოდნის გაღრავების საშუალება იმ პირობით, რომ სინი სამშობლოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყანას მოახმარენ. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, ემსახუროთ სამშობლოს და მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებს.
პრემიერმა სორბონას უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ საქმიანობის გასაგრძელებლად სამშობლოში დაბრუნდა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ცენტრის მიერ დაფინანსებული სტუდენტები სამშობლოში დაბრუნების და საჯარო სექტორში საქმიანობის ვალდებულებას იღებენ, თავის მხრივ კი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, მათ შესაბამისი სამუშაო ადგილები დაახვედროს.
„ჩვენ მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ერი ვართ. მე მჯერა ჩვენი ხალხის ნიჭიერების და მჯერა, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა იქნება წელგამართული. ჩვენ ამ პროექტს გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი გვასახელებს", - მიმართა პრემიერმა დაფინანსებულ სტუდენტებს.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სტუდენტების შერჩევის კრიტეიუმების ობიექტურობასა და სამართლიანობაზე გაამახვილა ყურადღება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ. ნინო კობახიძემ მადლობა გადაუხადა კომისიის წევრებს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ინიციატივითაც განათლების საერთაშორისო ცენტრი შეიქმნა.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა, კონკურსის შედეგად 78 სტუდენტი შეარჩია, რომლებიც ცენტრის დაფინანსებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31
საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

დაიწყო განაცხადების მიღება საგრანტო პროგრამის ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’ფარგლებში. 

Read more
123456
7
საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული, და ონლაინ - ZOOM პლატფორმაზე:

Read more
8910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011