სიახლეები

 

პრემიერ–მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა

2800
  • 29 სექტემბერი 2014
პრემიერ–მინისტრი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს შეხვდა, რომლებიც ნიუ-იორკში სწავლობენ. შეხვედრა არაფორმალურ გარემოში წარიმართა; ახალგაზრდებმა პირადად პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია განათლების სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით განსახორციელებელ პროექტებზე და სხვა მნიშვნელოვან თემებზე.

პრემიერთან შეხვედრით კმაყოფილები დარჩნენ სტუდენტები. მათი თქმით, საინტერესო საუბარი შედგა და ირაკლი ღარიბაშვილმა მათ კითხვებს გულწრფელად უპასუხა.

განათლების საერთაშორისო ცენტრი პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა. ცენტრმა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველი 77 წარმატებული ახალგაზრდა დააფინანსა.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345