სიახლეები

 

რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები

2364
  • 21 იანვარი 2016
რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები
განათლების საერთაშორისო ცენტრისა და „ფრანგული ინსტიტუტის“ წარმომადგენლები ახალი სასტიპენდიო კონკურსის - „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“-ის შესახებ რეგიონულ უნივერსიტეტებში საინფორმაციო შეხვედრებს აწყობენ.

შეხვედრები შემდეგი გრაფიკით იმართება - 1. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 21 იანვარი - 11:00; 2. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 21 იანვარი - 15:00; 4. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი - 22 იანვარი - 11:00; 5. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო საწავლო უნივერსიტეტი -22 იანვარი - 14:30;

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 11 იანვარს ახალ სასტიპენდიო პროგრამა - „სამაგისტრო პროგრამა საფრანგეთში 2016-2017“ გამოაცხადა. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საქართველოს ოცამდე მოქალაქის სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობები ერთობლივად დააფინანსებენ.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით განაგრძობენ მოღვაწეობას.

პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული პრიორიტეტული მიმართულებები/სპეციალობებია: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა; მენეჯმენტი.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
5.0

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345