სიახლეები

 

საინფორმაციო Facebook-Live განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ

9146
  • 19 დეკემბერი 2022
საინფორმაციო Facebook-Live განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ

21 დეკემბერს, 13:00 საათზე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ჩაირთვება Facebook-Live ცენტრის სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულთათვის.

საკონსულტაციო ონლაინ-შეხვედრის მიმდინარეობისას ცენტრის პროგრამული სამსახურის წარმომადგენლები ისაუბრებენ მიმდინარე თუ დაგეგმილ სასტიპენდიო პროგრამებზე, დეტალურად განმარტავენ თითოეული პროგრამის მიზნებსა და ამოცანებს, ასევე სასტიპენდიო კონკურსების პროცედურებს და უპასუხებენ კონკურსანტების შეკითხვებს.

ამავდროულად, სამუშაო დღეებსა და საათებში, პროგრამებით დაინტერესებულ აპლიკანტებს შეუძლიათ ონლაინ კონსულტაციის გავლა ფეისბუქ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით. ასევე, აქტიურია ცენტრის სატელეფონო საკონსულტაციო ხაზი - ნომერზე: 032 297 01 97. ხოლო ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე კონსულტაციის გავლა შესაძლებელია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234