სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრა გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან

1892
  • 5 ივლისი 2016
საინფორმაციო შეხვედრა გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 
შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - ნინო კობახიძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ნინო ჭელიძე და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია.
განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2016-2017 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებსა და სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის კონკურსი გამოაცხადა.
2016-2017 სასწავლო წლისათვის  სასტიპენდიო პროგრამის  ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/სპეციალობები: აგრარული მეცნიერებანი, განათლება, ინჟინერია, მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებანი, სამართალი, არქიტექტურა, საჯარო მმართველობა, მენეჯმენტი. კონკურსი შედგებოდა სამი ეტაპისაგან:
პირველი ეტაპი -  ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრაციული (ფორმალური) შემოწმება.  მეორე ეტაპი - ელექტრონული განაცხადების შინაარსობრივი შეფასება. მესამე ეტაპი - გასაუბრება. სწორედ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კონკურსანტებთან შედგა აღნიშნული შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცენტრის წარმომადგენლებმა   შერჩევის პროცედურების, კომისიის მუშაობის, გასაუბრებისა და საკონკურსო დაფინანსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ბანკს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე კონკურსის შედეგად ნაწილობრივი გრანტით დაფინანსებულ სტუდენტებს ექსკლუზიურად საქართველოს ბანკის შეღავათიანი სტუდენტური სესხით სარგებლობის საშუალება მიეცემათ. სესხის მიზნობრიობა შესაძლებელია იყოს როგორც სწავლის, ასევე საცხოვრებელი ან სამგზავრო ხარჯების დაფინანსება. სესხის თანხა: 1 000$-იდან ზემოთ, სესხის ვალუტა: USD; EUR; GBP; სესხის ვადა - მაქსიმუმ 72 თვე, აქედან საშეღავათო პერიოდია სწავლის პერიოდს დამატებული 3 თვე, მაქსიმუმ 27 თვე. 
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910