სიახლეები

 

საინფორმაციო შეხვედრები

2181
  • 23 იანვარი 2017
საინფორმაციო შეხვედრები

განათლების საერთაშორისო ცენტრის,  საფრანგეთის საელჩოსა  და კამპუს ფრანსის წარმომადგენლებმა რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. 
შეხვედრები შემდეგი განრიგით გაიმართა.

  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიქუთაისი - 17 იანვარი;
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი - 18 იანვარი;
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 23 იანვარი;

აღნიშნულ შეხვედრებზე დაინტერესებულმა სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობისა და სასტიპენდიო პროგრამა „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ - ის შესახებ. ეს  პროგრამა პირველად 2016 წელს ამოქმედდა და საქართველოს 16 მოქალაქე უკვე სწავლობს საფრანგეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

სასტიპენდიო პროგრამისსამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2017-2018“ მიზანია საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შედეგად.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისაფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივ დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ შესაბამის სფეროში 3 წლის ვადითასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში ითანამშრომლებენ საქართველოს  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

2017- 2018 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოს 15-მდე მოქალაქე  შეძლებს საფრანგეთში, აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულების/სპეციალობის მაგისტრის ხარისხის მოპოვებას და მიღებული ცოდნის საქართველოში რეალიზებას.

ელ.  განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 თებერვლიდან - 1 მარტის  ჩათვლით.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345