სიახლეები

 

საჯარო განხილვა განათლების საერთაშორისო ცენტრში

2294
  • 11 აგვისტო 2016
საჯარო განხილვა განათლების საერთაშორისო ცენტრში

2016 წლის 10 აგვისტოს, სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ინციატივით "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას სამინისტროების, სახელმწიფო და კერძო სასწავლო ცენტრებისა  და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ და  დირექტორის მოადგილემ რატი ბრეგაძემ საჯარო განხილვის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით  გათვალისწინებული  „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. პროექტის გარშემო დისკუსია გაიმართა, შეხვედრის მონაწილეებმა  საკუთარი  შენიშვნები და მოსაზრებები გამოთქვეს, მათი ნაწილი პროექტის ავტორებმა გაიზიარეს.  უახლოეს მომავალში საქართველოს დადგენილების პროექტი განსახილველად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567