სიახლეები

 

საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლის შექმნა განათლების საერთაშორისო ცენტრს და მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა

2610
  • 10 ივლისი 2015
საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლის შექმნა განათლების საერთაშორისო ცენტრს და მთავრობის ადმინისტრაციას დაევალა

სკოლა ითვალისწინებს საჯარო ადმინისტრირების სფეროში ადამიანური რესურსის  ოპტიმალურად გამომოყენების,  გაუმჯობესებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით  საჯარო სამსახურში უკვე დასაქმებული და ახალბედა კადრების ეტაპობრივ გადამზადებას  საბაზისო, აუცილებელ უნარ-ჩვევებსა და ქვეყნისთვის აქტუალური თემატურად შერჩეული  მიმართულებებით. ცენტრის პროგრამების მიზანია სახელმწიფო სექტორში მომუშავე საჯარო მოხელეები ჩამოყალიბდნენ  როგორც თანამედროვე მართვისა და ადმინისტრირების მოთხოვნებისა და უნარ-ჩვევების მქონე ეფექტური, მაღალკვალიფიციური პერსონალი.  საჯარო და სახელმწიფო მოხელეთა მომზადების სკოლა საჯარო სამსახურის განვითარების და საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ინსტრუმენტი გახდება.

 კანონისა და სკოლის ერთობლივი ამოქმედებით შეიქმნება ერთიანი   ტექნოკრატული და მდგრადი რესურსის მქონე საჯარო სამსახურის სისტემა, რაც განაპირობებს:

 -  თანამედროვე საჯარო მოხელეთა ქსელს, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს საზოგადოებრივი პოლიტიკის შექმნასა და გატარებაში;
საჯარო ადმინისტრაციისა და მართვის პოლიტიკის პლატფორმის შექმნას ღია და გამჭვირვალე მმართველობისთვის (საჯარო, საერთაშორისო დებატები);

საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოში ( დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლატვია, ავსტრია, პოლონეთი) ფუნქციონირებს  საჯარო მოხელეთა გადამზადების სკოლა და ამასთანავე, არსებობს საჯარო მმართველობის სახელმწიფო სკოლების საერთაშორისო და ევროპული ქსელები, რომლებიც ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებისათვის არის შექმნილი. უმეტეს შემთხვევებში აღნიშნული სკოლები  მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შედის.

აღნიშნული სკოლა მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან (უმაღლესი განათლება) და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც კადრების პროფესიულ მომზადებას უზრუნველყოფენ. სკოლა ასევე  გეგმავს მსგავსი პროფილის  საერთაშორისო  პარტნიორებთან ურთიერთობას:

  • საფრანგეთის საჯარო ადმინისტრირების სკოლა;

  • გერმანიის საჯარო ადმინისტრირებისფედერალური აკადემია;

  • პოლონეთის საჯარო ადმინისტრირებისეროვნული სკოლა;

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
2.0

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567