სიახლეები

 

საკონსულტაციო ,,Facebook Live’’ სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის

1418
  • 12 დეკემბერი 2022
საკონსულტაციო ,,Facebook Live’’ სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის

14 დეკემბერს, 13:00 საათზე, ცენტრის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში ჩაირთვება მორიგი საკონსულტაციო ,,Facebook Live’’ სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებულთათვის.

ლაივის მიმდინარეობისას უნგრეთის ელჩის მოადგილე საქართველოში - გაბორ მიკეში, ასევე განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამული სამსახურისა და უნგრეთის კურსდამთავრებულთა ასოციაციის წარმომადგენლები დეტალურად განმარტავენ სასტიპენდიო კონკურსის მიზნებსა თუ პროცედურებს და უპასუხებენ კონკურსანტების შეკითხვებს.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის ,,Stipendium Hungaricum’’-ის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო 2022 წლის 15 ნოემბრიდან  და გაგრძელდება 2023 წლის 16 იანვრამდე. პროგრამას განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით 2017 წლიდან უწევს ადმინისტრირებას.

პროგრამებით დაინტერესებულ აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ ონლაინ კონსულტაციის გავლა ფეისბუქ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით. სამუშაო საათებში აქტიურია ცენტრის სატელეფონო საკონსულტაციო ხაზი - ნომერზე: 032 297 01 97.

ხოლო ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე კონსულტაციის გავლა შესაძლებელია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში მისამართზე: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2023»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829
ანონსი

ანონსი

განათლების საერთაშორისო ცენტრი წელს მეორედ გამოაცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე  „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024“.

Read more
3031123
45678910
11121314151617
181920
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 2023-2024 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებულმა სტიპენდიანტებმა, კომისიის წევრებმა და კურსდამთავრებულებმა მიიღეს.

Read more
21222324
2526272829301
2345678