სიახლეები

 

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ ელექტრონული აპლიკაციების მიღება დასრულდა

1907
  • 12 თებერვალი 2016
„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ ელექტრონული აპლიკაციების მიღება დასრულდა
განათლების საერთაშორისო ცენტრის, კამპუს ფრანსისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შორის მემორანდუმის გაფორმების შედეგად გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ელექტრონული აპლიკაციების მიღება დასრულდა.

დაფინანსების მოპოვების მსურველებს ელექტრონული აპლიკაციის შევსება განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე -www.iec.gov.ge 1 თვის მანძილზე, 2016 წლის 11 იანვრიდან - 11 თებერვლის ჩათვლით შეეძლოთ. 

„სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ კონკურსისთვის 466 აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია, აქედან განაცხადი 49 კონკურსანტმა გააკეთა. შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საქართველოს 17 მოქალაქე სწავლას საფრანგეთში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს. 

12 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში კომისიის წევრების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მათ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა ელექტრონული შეფასების სისტემის მეთოდოლოგია, პროგრამის ფარგლებში შემოსული განაცხადები და სტატისტიკური მონაცემები გააცნეს, რის შემდეგაც, კომისიის წევრები შემოსული აპლიკაციების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეფასებას დაიწყებენ. 

კონკურსი სამეტაპიანია, რაც დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადის შინაარსობრივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის გასაუბრებას გულისხმობს. კონკურსის საბოლოო შედეგები დღეიდან ერთი თვის განმავლობაში გასაჯაროვდება.

სასტიპენდიო პროგრამის „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2016-2017“ მიზანია, საშუალება მისცეს საქართველოს ახალგაზრდობას საფრანგეთში მიიღოს საერთაშორისოდ აღიარებული აკადემიური მაგისტრის ხარისხი როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე. საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების ერთობლივი სახელმწიფო დაფინანსებით სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და შესაბამის სფეროში 3 წლამდე ვადით განაგრძობენ მოღვაწეობას.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718
განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ახალი ქვეპროგრამის „უცხოეთში განათლების მიღების ხელშეწყობა რეგიონების განვითარებისთვის 2024-25“ პრეზენტაცია გაიმართა.

Read more
192021
22232425262728
293012345