სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან

2358
  • 25 მარტი 2022
სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან

24 მარტს შედგა სამუშაო შეხვედრა განათლების საერთაშორისო ცენტრის საერთაშორისო პარტნიორებთან. შეხვედრაზე ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ პარტნიორი უწყებების კერძოდ, ამერიკის, უნგრეთის, იტალიის, საფრანგეთის საელჩოების წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა გასულ წლებში განხორციელებული პარტნიორული პროგრამების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ერთობლივი პროგრამების შედეგები, ცალკეული მიმართულებების რეკალიბრაციის შესაძლებლობები და განსაზღვრეს სამომავლო გეგმები.

განათლების საერთაშორისო ცენტრი, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების გარდა, ახორციელებს ერთობლივ სასტიპენდიო პროგრამებსაც, რომლებიც სწორედ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ხორციელდება. ეს პროგრამებია:

მიმდინარე წელს ცენტრმა დაიწყო კიდევ ერთი პარტნიორული პროგრამის განხორციელება, ამჯერად ჩეხეთის საელჩოსთან თანამშრომლობით. პროგრამა ითვალისწინებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე საქართველოს მოქალაქეების სწავლის დაფინანსებას.

უახლოეს მომავალში, ამერიკის საელჩოთან პარტნიორობით, იგეგმება ETA – (English Teaching Assistant Programs) პროგრამის ამოქმედებაც.  პროგრამის მიზანია საქართველოს რეგიონალურ უნივერსიტეტებში  ინგლისური ენის სწავლების და ინსტიტუციური ინტერნაციონალიზაციის პროცესების ხელშეწყობა. ამერიკული და ქართული მხარეები მომდევნო წლებში ერთობლივად უზრუნველყოფენ პროგრამის ადმინისტრირებას.

აღნიშნული პარტნიორობის საფუძველია 2020 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. 

 

        

 

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345