სიახლეები

 

სამუშაო შეხვედრა უნგრელ და ფრანგ საერთაშორისო ექსპერტებთან

3224
  • 17 ივლისი 2017
სამუშაო შეხვედრა უნგრელ და ფრანგ საერთაშორისო ექსპერტებთან
17 ივლისს, 11:00 საათზე განათლების საერთაშორისო ცენტრში (ი.ჭავჭავაძის გამზირი 7) საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ უნგრელ და ფრანგ საერთაშორისო ექსპერტებთან ორდღიანი სემინარი გახსნა. 

17-18 ივლისს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში გაიმართება სამუშაო შეხვედრა უნგრული და ფრანგული საერთაშორისო ტრენინგ-ცენტრების წარმომადგენლებთან - The Yehuda Elkana Center for Higher Education და Centre International d'études Pédagogiques. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს აგრეთვე უნგრეთის ტემპუსის ოფისის წარმომადგენელი. ღონისძიების ფარგლებში თბილისს ესტუმრნენ:

1) პუშა ნასტასე (Pusa Nastase - the Yehuda Elkana Center for Higher Education);
2) მატიაშ საბო (Matyas Szabo - the Yehuda Elkana Center for Higher Education);
3) ანი ბლანკო (Blasco, Annie - CIEP);
4) ჰარალდ შრედერი (Harald Schraeder - CIEP);
5) ანანდ ბალარმანი (Anand Balaraman - CIEP);
6) მარტონ ბელიკი (Marton Belik - უნგრეთის ტემპუსის ოფისი);

CIEP (პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრი) წარმოადგენს ფრანგულ საგანმანათლებლო ინსტიტუციას, რომლის საქმიანობის სფეროა საფრანგეთსა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის პროფესიული მომზადებისა და უმაღლესი განათლების ხარისხის საკითხებზე თანამშრომლობა. საერთაშორისო პროექტების განსახორციელებლად CIEP- ს ჰყავს 250-ზე მეტი თანამშრომელი, ასევე 1 000-ზე მეტი ექსპერტი და საერთაშორისო პარტნიორი.
 
the Yehuda Elkana Center for Higher Education (იეჰუდა ელკანას უმაღლესი განათლების ცენტრი) არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) კვლევითი ცენტრი, რომელიც უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტებთან და მკვლევარებთან ერთად მუშაობს განათლების პოლიტიკის, პროფესიული განვითარების პროგრამებისა და საკონსულტაციო ინიციატივების შემუშავებაზე.

ორდღიანი სამუშაო ვიზიტისას განათლების საერთაშორისო ცენტრში, საქართველოს უმაღლესი სასწავლებელების წარმომადგენლებთან ერთად, მოხდება საუნივერსიტეტო საჭიროებების განსაზღვა და ანალიზი, რათა ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში უნივერსიტეტების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის განისაზღვროს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების მოდული, დაიგეგმოს საერთაშორისო პროფესიული განვითარების პროგრამები. აღნიშნული მოკლევადიანი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ან/და სასტიპენდიო პროგრამები, აკადემიურ სივრცეში დასაქმებულთათვის ახალი ცოდნისა (თემატური, საგნობრივი) და ეფექტიანი მართვის/ ადმინისტრირებისთვის საჭირო კომპლექსური უნარ-ჩვევების შეძენის შესაძლებლობას მისცემს.

ამ პროგრამების განხორციელებას განათლების საერთაშორისო ცენტრი ფრანგ და უნგრელ პარტნიორებთან ერთად 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს.

სამუშაო შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, განათლების სფეროს ქართველი ექსპერტები.




Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567