სიახლეები

 

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2019-2020 - აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო

15241
  • 15 ნოემბერი 2018
სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2019-2020 - აპლიკაციების მიღების პირველი ეტაპი დაიწყო

დღეს, 15 ნოემბერს, ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის (Tempus Public Foundation) ვებ-გვერდზე - http://studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში (Stipendium Hungaricum) 2019-2020 სასწავლო წლის კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნულ ვებ-გვერდზე სააპლიკაციო ფორმის შევსებისა და დოკუმენტების ატვირთვის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 იანვარი.

გასული წლის საკონკურსო პროცედურების მსგავსად, კონკურსანტებმა ტემპუსის ვებ-გვერდზე განაცხადის შევსების გავლის შემდეგ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე https://app.iec.gov.ge, შეავსონ შესაბამისი ელ განაცხადის ფორმა, ატვირთონ ტემპუსის სააპლიკაციო ფორმაში შევსებული განაცხადი და სხვა დოკუმენტები.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

ცენტრის ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განაცხადების წარმოდგენისა და საინფორმაციო შეხვედრების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე iec.gov.ge.

განათლების საერთაშორისო ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. 2017 წლიდან დღემდე პროგრამით საქართველოს ასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა. მათი ნაწილი განაგრძობს სწავლას უნგრეთის სხვადასხვა სასწავლებელში, ნაწილი დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567