სიახლეები

 

სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაცია რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან

1989
  • 15 მაისი 2017
სასტიპენდიო პროგრამების პრეზენტაცია რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2017-2018 სასწავლო წლისთვის  საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი გამოცხადდა სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე. 

განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები   რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან გამართეს. აღნიშნული პროგრამებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის პრეზენტაცია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეთში გაიმართა. ასევე სტუდენტებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს 2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე (2018-19 Fulbright Graduate Student Program), რომელიც ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში. ფულბრაიტის  სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას აწარმოებს საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩო, განათლების საერთაშორისო ცენრი და საქართველოს ბანკი.

სასტიპენდიო პროგრამების  მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ჩაირიცხნენ საზღვარგარეთ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე. სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე  ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.

სამაგისტრო, სადოქტორო და სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამებზე ელ. განაცხადები მიიღება 2017 წლის 28 აპრილიდან - 31 მაისის  ჩათვლით (თბილისის დროით 19:00 სთ-მდე).

2018-2019 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო 2017 წლის 23 აპრილს და მთავრდება 2017 წლის 31 ივლისს 18:00 საათზე.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 -17 წლებში 341 სასწავლო სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

განათლების საერთაშორისო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება  1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს 13:00 საათიდან 15:00 საათამდე.



 


Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345