განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2018-2019 სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი გამოცხადდა შემდეგი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში - სტიპენდიები უნგრეთში "Stipendium Hungaricum" 2018-2019 და სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019.
აღნიშნული პროგრამების შესახებ დაინტერესებული პირების უკეთ ინფორმირების მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტებთან.
შეხვედრები შედგება -
2018 წლის 25 იანვარს, 13:00 საათზე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში;
26 იანვარს, 12:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 21-ე აუდიტორიაში;
31 იანვარს 14:00 საათზე. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში #212 აუდიტორიაში;
2 თებერვალს, 13:00 საათზე, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში.