სიახლეები

 

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა 15 ნოემბრამდე

1721
  • 6 ნოემბერი 2023
საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა 15 ნოემბრამდე

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამაზე „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024“ და მის ქვეპროგრამაზე „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება განათლების ადმინისტრირების მიმართულებით“ ელექტრონული რეგისტრაცია 15 ნოემბრამდე გახანგრძლივდა.

სასტიპენდიო პროგრამა განსაზღვრულია საჯარო, საბიუჯეტო დაწესებულებაში დასაქმებულთათვის.

ელექტრონული განაცხადის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე https://app.iec.gov.ge/ ინტეგრირებულ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში

კონკურსანტის მიერ შერჩეული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს დაკავებული თანამდებობით დაკისრებული საქმიანობის შინაარსს. პროგრამის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვისა. საზღვარგარეთ ვიზიტის განხორციელების პერიოდია 2024 წლის 1 სექტემბრის ჩათვლით. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: ​

    - "საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024" 

    - ქვეპროგრამა "საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება განათლების ადმინისტრირების მიმართულებით" 

 

სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება განაცხადების შემოტანის პერიოდში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ცენტრის სოციალური ქსელის, სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერზე: 0322 97 01 97 და ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა და მისი მიზანია, სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადებას. ცენტრმა დაარსების დღიდან 1250-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი იძლევა შესაძლებლობას საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში განაგრძონ. ამ მიზნით, ცენტრი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საერთაშორისო და ერთობლივ/პარტნიორულ პროგრამებს.

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345