სიახლეები

 

შეხვედრა აპლიკანტთა უფლებების დამცველთან

1913
  • 19 ივლისი 2016
შეხვედრა აპლიკანტთა უფლებების დამცველთან

სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც ვერ გადალახეს, 2016-2017 წლის სასტიპენდიო პროგრამების მესამე - გასაუბრების ეტაპი დეტალური ინფორმაციის მისაწოდებლად საინფორმაციო შეხვედრებს გამართავს.

შეხვედრას დაესწრებიან ცენტრის პროგრამების სამსახურის თანამშრომლები და სსიპ-განათლების საერთაშორისო ცენტრის აპლიკანტთა უფლებების დამცველი - მარიო შუტცე, რომელიც აღნიშნულ შეხვედრებზე გაესაუბრება აპლიკანტებს, განუმარტავს შეფასების პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს, განიხილავს აპლიკანტთა განცხადებებს და გაუწევს მათ კონსულტაციას. ცენტრის ადმინისტრაციის, ან კომისიის სამუშაო პროცესში პროცედურული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, შემდგომი განხილვისთვის ინფორმაციას მიაწვდის კომისიას.

21 ივლისი - 12:00 – 15:00 საათამდე, შეხვედრების ოთახი #3, მესამე სართული

მის: თბილისი, ინგოროყვას #7 ( საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია);
საინფორმაციო შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, წინასწარ გამოგვიგზავნოთ სახელი,გვარი და პირადი ნომერი შემდეგ ელ - ფოსტაზე: IECMEETINGS@IEC.GOV.GE

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678