სიახლეები

 

შეხვედრა სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებთან

2265
  • 3 ივნისი 2016
შეხვედრა სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებთან
3 ივნისს, 12:00 საათზე, მწერალთა სახლში (მისამართი: ივ. მაჩაბლის ქ. N13), კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე სახელოვნებო სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და პროგრამის მიზნები, საკონკურსო პირობები და შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი გააცნეს.

აღნიშნულ შეხვედრას თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ.

ახალი სახელოვნებო პროგრამა განათლების საერთაშორისო ცენტრმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით გამოაცხადა.

განაცხადების წარმოდგენის ვადაა - 2016 წლის 1 ივნისიდან - 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით (19:00 სთ). 

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ხელოვნების მიმართულებისა და რესტავრაცია/კონსერვაციის დარგის/სპეციალობის სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას. დაფინანსება გაიცემა კონკურსის წესით სამართლიანობის, შეჯიბრებითობისა და გამჭირვალეობის პრინციპების დაცვით.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით უნდა წარმოადგინონ - https://app.iec.gov.ge/.

ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა კონკურსანტს საშუალებას აძლევს ელ. განაცხადი ეტაპობრივად შეავსოს ან/და შეცვალოს საკონკურსო ვადის ამოწურვამდე. საკონკურსო ვადის ამოწურვისთანავე სარეგისტრაციო ფორმა იხურება და კონკურსანტი ვეღარ შეძლებს მის რედაქტირებას.

2016-2017 სასწავლო წლისათვის ამ სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი მიმართულება/ დარგი/სპეციალობა:

ხელოვნება;
რესტავრაცია/კონსერვაცია.
Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«სექტემბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
252627
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის -  „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში პროექტის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, სტიპენდიანტთა პროფესიული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, აქტიურად განაგრძნობს ახალი ინიციატივის - „ჩემი 10 სამუშაო დღე“ განხორციელებას.

Read more
28293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345