სიახლეები

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

2437
  • 3 მაისი 2023
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის 2023 წლის 3 მაისს ხელი მოეწერა თანამშრომლობის განახლებულ მემორანდუმს საფრანგეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საფეხურზე სტიპენდიების ერთობლივად დაფინანსების შესახებ. ფრანგულ ინსტიტუტთან საპარტნიორო ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა, რომელიც განახლდა 2018 წელს და წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მხარეთა შეთანხმებით,  მიმდინარე წელს  ხელშეკრულების მოქმედება გახანგრძლივდა მესამე ვადით.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიშუმ.

მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს  შესაძლებლობა ეძლევათ  სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ფინანსური და საორგანიზაციო მხარდაჭერით მიიღონ სტიპენდია საფრანგეთის  უმაღლეს სასწავლებლებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

შეხვედრაზე განხილულ იქნა მხარეებს შორის თანამშრომლობის გაფართოების პერპსექტივები სადოქტორო პროგრამების და პროფესიული განათლების მიმართულებით. აგრეთვე, მხარეებმა ისაუბრეს საფრანგეთის საუნივერსიტეტო სივრცის წარმომადგენელთა ვიზიტების დაგეგმვის შესაძლებლობებზე მიზნობრივი აქტივობების ფარგლებში.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 2016-2022 წლებში გაცემულია 100-მდე სტიპენდია. საფრანგეთის სასტიპენდიო პროგრამის ბენეფიციარი სტუდენტები მაგისტრის კვალიფიკაციის მიღების შემდგომ ბრუნდებიან საქართველოში და წარმატებით  საქმდებიან როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში.

2023-24 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება, სტიპენდიატებს კი საერთაშორისო საკონკურსო კომისია შეარჩევს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება მხარეთა წარმომადგენლებით. საკონკურსო პირობები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ერთობლივად იქნება დადგენილი.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი ერთობლივად გეგმავს გასვლით საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სასტიპენდიო პროგრამის გასაცნობად სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ოქტომბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
3012
განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულებისთვის დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმი გაიმართა.

 

Read more
3456
78
განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა კარიერული განვითარების ბანაკში მიიღეს მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა კარიერული განვითარების ბანაკში მიიღეს მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს „კარიერული განვითარების ბანაკი 2024“-ის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაში.

Read more
91011
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს ფედერიკო მეორის სახელობის ნეაპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მატეო ლორიტო ხელმძღვანელობდა.

Read more
1213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910