სიახლეები

 

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023-2024 აკადემიური წლის სტიპენდიანტთა მიღება

197590
  • 28 ივლისი 2023
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023-2024 აკადემიური წლის სტიპენდიანტთა მიღება

2023 წლის 25 ივნისს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის 2023-2024 აკადემიური წლის სტიპენდიანტთა მიღება გაიმართა.

ღონისძიება გახსნა სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა.

სტიპენდიანტებს მიღწეული წარმატება მიულოცა და სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრმა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის განვითარების საქმეში, სახელმწიფოს მიერ სტიპენდიანტების დაფინანსება კი მნიშვნელოვანი ინვესტიციაა ადამიანური კაპიტალის გაძლიერების თვალსაზრისით.

წელს პირველად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დააწესა ყოველთვიური სახელობითი სტიპენდია 300 ევროს ოდენობით, რომელიც გადაეცა განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამის - „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2023-2024‘‘ საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტს ვლადიმერ ჭოღოშვილს, რომელიც სწავლას გააგრძელებს დიდ ბრიტანეთში, ESCP Business School-ში, ენერგეტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე და მინისტრის მიერ დაწესებულ სტიპენდიას ერთი აკადემიური წლის განმავლობაში მიიღებს.

2023-2024 აკადემიური წლის სასტიპენდიო პროგრამების საკონკურსო კომისიების თავმჯდომარეებმა - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეებმა ნოდარ პაპუკაშვილმა, გელა გელაძემ და თამარ მახარაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა საკონკურსო კომისიების წევრები წარადგინეს და თითოეული პროგრამის საუკეთესო შედეგის მქონე სტიპენდიანტები დააჯილდოეს.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი ქვეყნების – უნგრეთის, საფრანგეთის, იტალიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ჩეხეთისა და ჩინეთის საელჩოების წარმომადგენლებმა.

სტიპენდიანტების მიღება მუსიკალურად გააფორმეს 2023-2024 სასწავლო წლის საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამის სტიპენდიანტებმა, ბელგიის სამეფო კონსერვატორიის მაგისტრანტებმა, ელენე ნიკოლეიშვილმა და გვანცა ქობალიამ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ცენტრის საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამის სტიპენდიანტის, ნიუ იორკის ხელოვნების აკადემიის მაგისტრანტის ლიზი ბუდაღაშვილის ნახატების გამოფენა.

 

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023-2024 სასწავლო წლისთვის დააფინანსა 150-მდე სტიპენდიატი სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence, ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა, აკადემიური პროგრამები იტალიაში, აკადემიური პროგრამები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში Stipendium Hungaricum. ცენტრის მიერ სტუდენტთა დასაფინანსებლად წლევანდელი ჯამური ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678