სიახლეები

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

6
  • 30 ივნისი 2025
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

საგრანტო პროგრამას საფრანგეთის საელჩოსთან არსებული „ფრანგული ინსტიტუტი“ და საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოპერატორი სააგენტო „კამპუს ფრანსე“ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრთან პარტნიორობით ახორციელებს.

მიღებაზე სტიპენდიანტებს სიტყვით მიმართეს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა და საფრანგეთის  ელჩმა საქართველოში, შერაზ გასრიმ.

ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთის სახელმწიფო განათლების სფეროში განსაკუთრებული დამსახურებისა და მსოფლიოში ფრანგული კულტურის აქტიური პოპულარიზაციისთვის, ნუნუ მიცკევიჩს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა. 

საფრანგეთში კურსდამთავრებულთა დღესთან დაკავშირებით, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, Campus France Géorgie-ს, ფრანგულ-ქართული სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს „ფრანგული ინსტიტუტის“ ორგანიზებით, ასევე გაიმართა დასაქმების ფორუმი.

ფორუმზე საფრანგეთში კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, შეხვედროდნენ ფრანგულ-ქართული სავაჭრო პალატის და საქართველოში არსებული ცნობილი ფრანგული კომპანიების წარმომადგენლებს და განეხილათ მათთვის სასურველი ვაკანსიები.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი -  „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „STEM სასკოლო ჰაბი”

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამის ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა პროექტი „STEM სასკოლო ჰაბი.”

Read more
202122
232425
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ACA-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი პორტუგალიაში, აკადემიური თანამშრომლობის ასოციაციის (ACA) გენერალურ ასამბლეას დაესწრო.

Read more
26272829
30

123456