სიახლეები

 

სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის

6 ივნისი 2017

30451
  • 6 ივნისი 2017
სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების საერთაშორისო ცენტრი 2017 სასწავლო წლისთვის აცხადებენ კონკურსს უნგრელი სტუდენტებისთვის და მკვლევარებისთვის. დაინტერესებული პირები განათლებას საქართველოში საზაფხულო სკოლებში მიიღებენ.
2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას 2017-2020 წლებისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2017 წელს 5 უნგრელი სტუდენტის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)  საქართველოში,  საზაფხულო სკოლებში მონაწილეობის დაფინანსებას. პროგრამის მიხედვით, საზაფხულო სკოლების ორგანიზებას უზრუნველყოფენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

კონკურსანტებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შემოთავაზებული პროგრამებიდან შეეძლებათ აირჩიონ შემდეგი კურსები:

  • საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ახალგაზრდა მკვლევარებისთვის 2017;
  • საქართველოს ეთნოგრაფია;
  • ფოლკოლორისტიკის თეორია;
  • საქართველოს მითოლოგია.

 

კონკურსანტებს შეუძლიათ აირჩიონ Independent Study/Tailor Made Programs, დააფიქსირონ თავიანთი ინტერესი. უნივერსიტეტები მათ  ასევე შესთავაზებენ შესაბამის კურსებს, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ანთროპოლოგიის, კავკასიოლოგიის, მშვიდობის, რუსული ენისა ან/და ხელოვნების სწავლებით.

სტიპენდიანტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან: უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სტიპენდიით  600 ლარის  ოდენობით.

ელ.  განაცხადები მიიღება  2017 წლის 6 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით (საქართველოს დროით 20:00; ცენტრალური ევროპის დროით 18:00) https://app.iec.gov.ge/en/.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ პროგრამის კოორდინატორს:  --  - ttodria@gov.ge.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567