სიახლეები

 

სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის

3346
  • 16 მაისი 2022
სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2022 სასწავლო წლისთვის აცხადებს კონკურსს უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის.


აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს უნგრეთის მოქალაქეების დაფინანსებას საქართველოში, სწავლება-სწავლის სრული ან არასრული დატვირთვის რეჟიმის მქონე სამაგისტრო ან სადოქტორო, მათ შორის ინგლისურენოვან პროგრამებზე/კურსებზე სწავლის, ასევე საზაფხულო სკოლებსა და კვლევებში მონაწილეობის მიღების მიზნით.


სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო კურსები შეთავაზებული იქნება განათლების საერთაშორისო ცენტრის პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ. უნგრელ სტუდენტებს აგრეთვე შესაძლებლობა ექნებათ ჩამოვიდნენ საქართველოში ინდივიდუალური კვლევითი პროექტებით.


კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს შესაბამისი მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.


დაფინანსებული სტიპენდიატები უზრუნველყოფილნი იქნებიან: უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სტიპენდიით - 800 ლარის ოდენობით.


კონკურსანტთა განაცხადები მიიღება: 2022 წლის 16 მაისიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით (თბილისის დროით 21:00 საათი; ცენტრალური ევროპის დროით 19:00 საათი).

კონკურსანტებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელექტრონულად განათლების საერთაშორისო ცენტრის სააპლიკაციო სისტემაში - www.iec.gov.ge.

უფრო ვრცლად საკონკურსო პროცედურების, წარმოსადგენი დიკუმენტაციისა თუ ცენტრის პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული კურსების შესახებ იხილეთ პროგრამის აღწერა.

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567