სიახლეები

 

“Stipendium Hungaricum” 2024-2025 - უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

1138
  • 15 ნოემბერი 2023
“Stipendium Hungaricum” 2024-2025 - უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

 

დაიწყო განაცხადების მიღება უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამზე - Stipendium Hungaricum 2024-2025.

 

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

- ბაკალავრიატი

- მაგისტრატურა

- დოქტორანტურა

- ინტეგრირებული მაგისტრატურა (OTM)

- კრედიტების დასაგროვებელი მოკლევადიანი, 3-10 თვის ხანგრძლივობის კურსები

 

 

 

რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, განაცხადები მიიღება:

- უნგრეთის ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე: 15 ნოემბერი, 2023 - 15 იანვარი, 2024. ცენტრალური ევროპული დროით - 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით - 17:00 საათამდე.

- სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე: 15 ნოემბერი, 2023 - 15 იანვარი, 2024. ცენტრალური ევროპული დროით - 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით -  17:00 საათამდე.

 

დამატებითი საკონკურსო ქულა ენიჭებათ: სოციალურად დაუცველის, შეზღუდული შესაძლებლობების, იძულებით გადაადგილებული და/ან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული  სტატუსის მქონე კონკურსანტებს. წელს პირველად, დამატებითი საკონკურსო ქულა მიენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე კონკურსანტს.

წარსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე: https://shorturl.at/FWXY3

სასტიპენდიო პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება განაცხადების შემოტანის პერიოდში, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციის გავლა შესაძლებელია სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე: 0322 970 197, ელექტრონული ფოსტის info-iec@iec.gov.ge და სოციალურ ქსელში ცენტრის ოფიციალური გვერდის https://www.facebook.com/iec.gov.ge მეშვეობით.

პროგრამას ადმინისტრირებას უწევს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, საქართველოში უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაარსდა. მისი მიზანია, სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, ხელი შეუწყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნისა და უნარების მქონე კადრების მომზადებას. 

ცენტრმა, დაარსების დღიდან, საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის 1250-ზე მეტი სასწავლო გრანტი გასცა.

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი იძლევა შესაძლებლობას, საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მიიღონ საუკეთესო განათლება და სასწავლო პროგრამის დასრულების შემდგომ, მიღებული ცოდნის რეალიზება საკუთარ ქვეყანაში მოახდინონ. ამ მიზნით, ცენტრი ახორციელებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ, საერთაშორისო ბილატერალურ და ერთობლივ/საპარტნიორო პროგრამებს.

 

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2425
განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრმა ისლანდიაში, აკადემიური კოოპერაციის ასოციაციის (ACA) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. 

Read more
2627282930
1
განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნუნუ მიცკევიჩმა საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, საფრანგეთში კურსდამთავრებულთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.  

Read more
2
განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი, ცენტრის კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლები, კომისიის წევრები და კონკურსის გამარჯვებულები ესწრებოდნენ.

Read more
34567
891011121314
15
განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს

განათლების საერთაშორისო ცენტრი „Stipendium Hungaricum”-ის წარმატებული სტუდენტებისთვის სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum”-ის კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული სტუდენტებისთვის, რომლებსაც უნგრეთის უნივერსიტეტებში სწავლის განმავლობაში მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, სახელმწიფო დაფინანსების კონკურსს აცხადებს.

Read more
16171819
განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარეს

განათლების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების თანამშრომლებმა საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარეს

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 15-მა თანამშრომელმა ქვეყნის 15 მუნიციპალიტეტიდან, პროფესიული განვითარების მიზნით, საბერძნეთში კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გაიარა.

Read more
2021
2223242526
განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიანტების მიღება

განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიანტების მიღება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2024-2025 აკადემიური წლის სტიპენდიატებს უმასპინძლა. მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს სტიპენდიების მიღება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა

Read more
2728
2930311234