სიახლეები

 

ტრენინგები განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე

31979
  • 18 ოქტომბერი 2018
ტრენინგები განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე

მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის თემაზე ტრენინგები ჩატარდა. ტრენინგები ჩაატარეს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების იეჰუდა ელკანას ცენტრის ექსპერტებმა - პუშა ნასტასემ (Pusa Nastase - the Yehuda Elkana Center for Higher Education) და მატიაშ საბომ (Matyas Szabo - the Yehuda Elkana Center for Higher Education).

„იეჰუდა ელკანას უმაღლესი განათლების ცენტრი“ (the Yehuda Elkana Center for Higher Education) არის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) კვლევითი ცენტრი, რომელიც უმაღლესი განათლების საერთაშორისო ექსპერტებთან და მკვლევარებთან ერთად მუშაობს განათლების პოლიტიკის, პროფესიული განვითარების პროგრამებისა და საკონსულტაციო ინიციატივების შემუშავებაზე. 

ტრენინგები მიზნად ისახავდა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შესახებ მონაწილეთა ცოდნის ამაღლებას, ეროვნულ და ინსტიტუციურ კონტექსტში გამოწვევების გაანალიზებას. 

ტრენინგებში მონაწილეობა მიიღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.

ტრენინგის 40-მდე მონაწილემ 10 სესიის განმავლობაში იმუშავეს შემდეგ თემებზე: რანჟირება და სტანდარტების დადგენა უმაღლეს განათლებაში, უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საზღვარგარეთ, საერთაშორისო რეკრუტირების წამახალისებელი და შემაფერხებელი პოლიტიკა, სტუდენტური ცხოვრება და სტუდენტების ხელშეწყობა, საერთაშორისო კურსდამთავრებულთა ქსელების მართვა, კურიკულუმის შექმნის საერთაშორისო სტანდარტები და პრინციპები, თვითშეფასება და ჯგუფური პროექტები.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31
საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

საგრანტო პროგრამა ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაცის ამაღლება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’

დაიწყო განაცხადების მიღება საგრანტო პროგრამის ‘’საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთათვის 2025’’ფარგლებში. 

Read more
123456
7
საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

საკონსულტაციო შეხვედრები საგრანტო პროგრამებთან დაკავშირებით

მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე პროგრამებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის, მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული, და ონლაინ - ZOOM პლატფორმაზე:

Read more
8910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011