სიახლეები

უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

9779
  • 17 ნოემბერი 2022
უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

დაიწყო განაცხადების მიღება უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამის (Stipendium hungaricum) ფარგლებში, რომელსაც განათლების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის საელჩოს მხარდაჭერით უწევს ადმინისტრირებას.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

  • ბაკალავრიატი - არაუმეტეს 30;
  • მაგისტრატურა - არაუმეტეს 30;
  • დოქტორანტურა - არაუმეტეს 10;
  • ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა (OTM) - არაუმეტეს 5;
  • ტრენინგ კურსები (3-10 თვის ხანგრძლივობის) - 5.

განაცხადები მიიღება:

  • ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებგვერდზე - 2022 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე (ცენტრალური ევროპული დროით 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 17:00 საათამდე).
  • სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე  - 2022 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 16 იანვრამდე (ცენტრალური ევროპული დროით 14:00 საათამდე, ადგილობრივი/თბილისის დროით 16 იანვრის 17:00 საათამდე).

წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და საკონკურსო პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია კონსულტაციის გავლა როგორც ონლაინ, ელექტრონული ფოსტის: iec@iec.gov.ge მეშვეობით, ასევე სატელეფონო ცხელი ხაზის საშუალებით, ნომერზე: 0322 97 01 97

საკონსულტაციო შეხვედრები გაიმართება საკონკურსო ვადის დასრულებამდე ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრის საკონფერენციო დარბაზში. მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N7, II სართული.

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულ პროექტებს გაეცნენ

678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567