სიახლეები

 

უნგრული პროგრამით დაინტერესებული კონკურსანტების საყურადღებოდ!

16521
  • 22 ნოემბერი 2019
უნგრული პროგრამით დაინტერესებული კონკურსანტების საყურადღებოდ!

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში „Stipendium Hungaricum“ 2020-2021 სასწავლო წლის კონკურსი გამოცხადდა.

ელექტრონული განაცხადის წარმოდგენა წარმოებს სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე - 2019 წლის 22 ნოემბრიდან - 2020 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

ელექტრონული განაცხადი სრულყოფილად უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც ტემპუსის საზოგადოებრივი ფონდის ვებ-გვერდზე https://bit.ly/2KLcZUo, ასევე სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე https://app.iec.gov.ge/

უნგრეთის მთავრობის სტიპენდია “Stipendium Hungaricum” დაარსდა 2013 წელს უნგრეთის მთავრობის მიერ. პროგრამაში ამჟამად ოთხი კონტინენტის მასშტაბით 50-ზე მეტი გამგზავნი პარტნიორი ქვეყანაა ჩართული.

2017 წლის 6 თებერვალს ხელი მოეწერა 2017-2020 წლებისთვის ახალ საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამას უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის უნგრეთის სასტიპენდიო პროგრამის მხარდასაჭერად. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის  საზოგადოებრივი  ფონდი და საქართველოს მხრიდან - სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი.

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შემდეგ აკადემიურ საფეხურებზე:

 

ბაკალავრიატი, - 25,

მაგისტრატურა - 25, 

დოქტორანტურა - 20,

ინტეგრირებული ხუთწლიანი მაგისტრატურა - 5,

სახელოვნებო მიმართულება (ყველა აკადემიური საფეხურისთვის)- 5.

პროგრამა ითვალისწინებს უნგრული ენის მოსამზადებელი კურსის დაფინანსებას, იმ სტიპენდიატებისთვის ვისაც უნგრულ ენაზე სურს სწავლის გაგრძელება.

 

კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდიატები 2020-2021 აკადემიურ წელს უფასოდ ისწავლიან უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (უნივერსიტეტებსა და უმაღლეს სკოლებში). 

დაფინანსება მოიცავს ყოველთვიურ სტიპენდიას, საცხოვრებელი ფართის ქირის ანაზღაურებასა და სამედიცინო დაზღვევას სწავლის სრული კურსის დამთავრებამდე.

განათლების საერთაშორისო ცენტრი აღნიშნულ პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. დღემდე პროგრამით საქართველოს ორასამდე მოქალაქემ ისარგებლა.

 

,,პროგრამით დაინტერესებულ კონკურსანტებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე, განათლების საერთაშორისო ცენტრში, მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი N7.''

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
5.0

x
«დეკემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345