სიახლეები

 

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ექვს უმაღლეს სასწავლებელს შორის

3309
  • 18 ივლისი 2017
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ექვს უმაღლეს სასწავლებელს შორის
18 ივლისს 16:00 საათზე განათლების საერთაშორისო ცენტრსა და ექვს უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

2017 წლიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებს „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამას“, რაც გულისხმობს უმაღლესი განათლების ინსტიტუციური და აკადემიური განვითარების ხელშეწყობას, საქართველოს უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე არსებული აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადების, კურსდამთავრებულთა პროგრამებში უნივერსიტეტების ჩართულობის, კურსდამთავრებულთა საუნივერსიტეტო სივრცეში ინტეგრირების უზრუნველყოფას.

სსიპ - განათლების საერთაშორისო ცენტრი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ითანამშრომლებენ ქვეყნის აკადემიური სივრცისთვის საჭირო აკადემიური, სამეცნიერო და ადმინისტრაციული პერსონალის მომზადებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიზნით.

მხარეები წინამდებარე მემორანდუმის ფარგლებში: ხელს შეუწყობენ ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას; ითნამშრომლებენ ცენტრის „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების/პროექტების კონკურსისთვის საჭირო შეფასების სისტემების/მეთოდების შემუშავების კუთხით და ხელს შეუწყობენ ცენტრის კურსდამთავერებულთა ინტეგრირებას უნივერსიტეტის საქმიანობაში.

მემორანდუმს ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ მოაწერა ხელი , ხოლო უმაღლესი სასწავლებლების მხრიდან უნივერსიტეტების რექტორებმა.





Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910