სიახლეები

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2668
  • 23 სექტემბერი 2016
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

 

2016 წლის 23 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის  მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენის მიზნით ურთიერთანამშრომლობის განვითარება, მხარეთა მიერ ორგანიზებულ დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის უზრუნველყოფა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ჭელიძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა.

ამ მემორანდუმის ფარგლებში პირველი ერთობლივი ღონისძიება 4 ოქტომბერს გაიმართება. განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა დასაქმების მიზნით, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით  „განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა დასაქმების ფორუმი 2016“  ჩატარდება.  ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე  ახალგაზრდა, რომელთაც ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით უცხოეთში აკადემიური (სამაგისტრო და სადოქტოროხარისხი მოიპოვეს


Print
Categories: yvela siaxle
Tags:
Rate this article:
No rating

x
«ივლისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა

საფრანგეთის საელჩომ თბილისში „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში - France Excellence 2025-2026”-ის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

Read more
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910