სიახლე

სასტიპენდიო კონკურსების შედეგები
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

სასტიპენდიო კონკურსების შედეგები

დასრულდა განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამებზე გამოცხადებული კონკურსი. დაფინანსების მოპოვების მსურველებს აპლიკაციის შევსება და განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებგვერდზე - iec.gov.ge რეგისტრაციის გავლა 2 თვის განმავლობაში შეეძლოთ.

აპლიკანტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას განათლების საერთაშორისო ცენტრის კომისია იღებს. თითოეული კონკურსანტის შეფასებას კომისიის წევრები წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებენ.

2022-2023 აკადემიური წლის კონკურსისათვის 1500-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია. ამ ეტაპზე დაფინანსებულია 135 სტიპენდიატი. აქედან, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ პროგრამებზე დაფინანსდა:

  • საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2022-2023 – 31 აპლიკანტი;
  • საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2022-2023 – 1 აპლიკანტი;
  • საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2022-2023 – 1 აპლიკანტი;
  • საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2022-11 აპლიკანტი;

ამავდროულად, 2022-2023 სასწავლო წელს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განხორციელდა ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები:

  • სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში – 2022-2023 - 10 აპლიკანტი;
  • აკადემიური პროგრამები იტალიაში – 2022-2023 - 5 აპლიკანტი;
  • უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამა/Stipendium Hungaricum - 70 აპლიკანტი;
  • ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამა 2022 – 6 აპლიკანტი.

ჩამოთვლილი სასტიპენდიო სქემების გარდა, ცენტრი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მიმდინარე წელს განახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს: ,,ფულბრაიტის’’ სამაგისტრო პროგრამას; ასევე, პროგრამას უნგრელი და ჩეხი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასტიპენდიო კონკურსს. სტიპენდიატთა სრული სია, პროგრამების მიხედვით ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა, რომელიც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს შეიქმნა, უკვე 1200-ზე მეტი სტიპენდია გასცა უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის. სტიპენდია მოიცავს როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს.

ცენტრი, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ულოცავს გამარჯვებულებს და წარმატებას უსურვებს მათ სწავლის შემდეგ საფეხურზე!

წინა სიახლე მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატთა ფორუმი
Print
3351 Rate this article:
No rating

x
«აგვისტო 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა

Read more
123
45678910
1112
სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სტიპენდიანტთა ყოველწლიური ფორუმი გაიმართა. ფორუმში 2025-2026 აკადემიური წლის საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული სტიპენდიანტები, ცენტრის პარტნიორი საელჩოს წარმომადგენლები და კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ.

Read more
1314151617
18192021222324
25262728293031
1234567