სიახლე

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო
SuperUser Account

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტთა მიღებას დაესწრო

უნგრეთის საელჩომ საქართველოში „Stipendium Hungaricum”-ის პროგრამის 2025-2026 აკადემიური წლის სტიპენდიანტებს უმასპინძლა.

ღონისძიებას სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნუნუ მიცკევიჩი და ცენტრის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოსა და უნგრეთს შორის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეებს უნგრეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა 2016 წლიდან შეუძლიათ.  პროგრამის განმახორციელებელ პარტნიორებს საქართველოს მხრიდან სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი, ხოლო უნგრეთის მხრიდან - ტემპუსის საზოგადოებრივი  ფონდი წარმოადგენენ.

საპარტნიორო პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეების დაფინანსებას კონკურსის წესით, უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში  საბაკალავრო, სამაგისტრო, ინტეგრირებულ სამაგისტრო (OTM), სადოქტორო საფეხურებზე, სემესტრულ გაცვლით პროგრამებსა და სასერთიფიკატო (Non-degree) კურსებზე სწავლის მიზნით. თავის მხრივ, ქართული მხარე უზრუნველყოფს უნგრეთის მოქალაქეების მოკლევადიანი სასწავლო/კვლევითი ვიზიტების დაფინანსებას.

2017-2024 წლებში, „Stipendium Hungaricum”-ის სტიპენდიანტია საქართველოს 400-მდე მოქალაქეს მიენიჭა. 

2025-2026 აკადემიური წლისთვის, პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში სწავლას საქართველოს 46 მოქალაქე გააგრძელებს.

 

2024 წლიდან, სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით, „Stipendium Hungaricum“ კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულ სტიპენდიანტ სტუდენტებს, რომლებიც მაღალი  აკადემიური მოსწრებით გამოირჩევიან, შესაძლებლობა ეძლევათ, უნგრეთის მთავრობის სტიპენდიასთან ერთად, საქართველოს მხრიდან დამატებითი სახელმწიფო დაფინანსება მიიღონ, სემესტრულად 1 250 ევროს ოდენობით, პროგრამის ოფიციალური ხანგრძლივობის პერიოდში უნგრეთში ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების მიზნით. 2024 წლიდან დღემდე, საქართველოს მხრიდან სახელმწიფო დაფინანსება 35 სტიპენდიანტს მიენიჭა.  

წინა სიახლე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს საფრანგეთის სახელმწიფოს საპატიო ჯილდო - „აკადემიური პალმის ორდენი“ გადაეცა
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტები კურსდამთავრებულთა საგრანტო პროგრამებში გამარჯვებულ პროექტებს გაეცნენ
Print
811 Rate this article:
No rating

x
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
«იანვარი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2930311234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678