SuperUser Account / ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2015 / Categories: yvela siaxle 2015-2016 აკადემიური წლის სასტიპენდიო კონკურსის შედეგები 17 ივლისს გახდება ცნობილი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ 2015-2016 აკადემიური წლისთვის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამასა და საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამაზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღება 15 მაისს დასრულდა. კონკურსი სამეტაპიანია, რაც დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადის შინაარსობრივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის პირად გასაუბრებას გულისხმობს. განაცხადების ადმინისტრაციული გადასინჯვის შემდეგ, კომისია განიხილავს და შეაფასებს მიღებულ აპლიკაციებს, ხოლო ნახევარფინალში გადასულ აპლიკანტებს კომისია 29 ივნისიდან 10 ივლისამდე გასაუბრებაზე მოიწვევს. კონკურსის საბოლოო შედეგები 17 ივლისს გახდება ცნობილი. წინა სიახლე განათლების საერთაშორისო ცენტრი - განცხადებების მიღება დასრულდა Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრი 2015 წლის კურსამთავრებულთა დასაქმების საპილოტე პროგრამას იწყებს Print 2328 Rate this article: No rating