სიახლე

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია საზღვარგარეთ სასწავლებლად კიდევ 10-მა სტუდენტმა მოიპოვა
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია საზღვარგარეთ სასწავლებლად კიდევ 10-მა სტუდენტმა მოიპოვა

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდია საზღვარგარეთ სასწავლებლად კიდევ 10-მა სტუდენტმა მოიპოვა.

10-დან 8 სტიპენდიანტმა დაფინანსება საერთაშორისო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში მოიპოვა, ხოლო 2-მა - საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების პროგრამის ფარგლებში.

სასტიპენდიო კონკურსზე პრიორიტეტული მიმართულებები იყო აგრარული მეცნიერებები, განათლება, ინჟინერია, მეცნიერებები/საბუნებისმეტყველო და სოციალური მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები.

სტუდენტები, რომლებმაც კონკურსის ეტაპები წარმატებით გადალახეს, ცენტრის დაფინანსებით სწავლას მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში დოქტურანტურისა და მაგისტრატურის საფეხურებზე გააგრძელებენ.

განათლების საერთაშორისო ცენტრი საბუთების მიღებას 3 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე აწარმოებდა. ეს იყო პირველი კონკურსი 2015-2016 სასწავლო წლის ადრეული ჩარიცხვის მქონე სტუდენტებისთვის.

განათლების საერთაშორისო ცენტრი მორიგ სასტიპენდიო კონკურსს გაზაფულზე გამოცხადებს - საზღვარგარეთ სასწავლებლად სახელმწიფო სტიპენდიის მოპოვების მსურველებს საბუთების შეტანა 20 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.
წინა სიახლე მომდევნო სასტიპენდიო კონკურსი იწყება
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრი 115 სტუდენტის დასაფინანსებლად დღეიდან განაცხადების მიღებას იწყებს
Print
4158 Rate this article:
No rating

x
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678
«თებერვალი 2026»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
2324252627281
2345678