სიახლე

კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

კონსულტაციები კონკურსანტთა უფლებების დამცველის სამუშაო ჯგუფთან

განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში კონკურსანტთა უფლებების დაცვის, კონკურსის ობიექტურობისა და შედეგების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყოველწლიურად იქმნება სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტთა უფლებების დამცველი სამუშაო ჯგუფი. 

 

კონკურსანტთა უფლებების დამცველ ჯგუფთან კონსულტაციები გაიმართება: 

1, 2 და 3 ივლისს 14:00 საათიდან 16:00 საათამდე სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრში (მის: თბილისი. ი.ჭავჭავაძის 7).

 

აღნიშნულ შეხვედრებზე კონკურსანტთა უფლებების დამცველი განიხილავს სასტიპენდიო პროგრამების კონკურსანტების შესარჩევ პროცესთან დაკავშირებულ განცხადებებს, განუმარტავს შესაბამისი სასტიპენდიო პროგრამით გათვალისწინებულ საკონკურსო პროცედურებს და საკონკურსო კომისიის საქმიანობის წესს. კონკურსანტის განცხადების განხილვისას, შერჩევის პროცესში დაშვებული ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, უფლებების დამცველი უფლებამოსილია მიმართოს საკონკურსო კომისიას რეკომენდაციით კონკურსანტის საკონკურსო განაცხადის ხელმეორედ განხილვის შესახებ, ასევე შეიმუშავებს და წარუდგენს ცენტრს რეკომენდაციებს სასტიპენდიო პროგრამებთან დაკავშირებით.

 

საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტებთან შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს ელექტრონულად - სკაიპის მეშვეობით.

 

კონსულტაციებზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, წინასწარ მოგვწეროთ თქვენი სახელი, გვარი და შეხვედრისთვის ხელსაყრელი თარიღი, შემდეგ ელ - ფოსტაზე: info-iec@iec.gov.ge.

წინა სიახლე მომდევნო აკადემიური წლის დაფინანსებაზე განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმდინარე გრანტის მფლობელთა განაცხადების მიღება დაიწყო
Next Article განათლების საერთაშორისო ცენტრის ხუთი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
Print
19627 Rate this article:
No rating

x
«ოქტომბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789
«ოქტომბერი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789