სიახლე

პრემიერის ვიზიტი თსუ-ში 13 მარტი
SuperUser Account
/ Categories: yvela siaxle

პრემიერის ვიზიტი თსუ-ში 13 მარტი

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი13 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. პრემიერი სტუდენტებს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებზე, საქართველოს საგარეო კურსზე, ადამიაის უფლებათა დაცვის ევროპულ სტანდარტებზე, ახალი ხელისუფლების მიღწევებსა და გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა. ამას გარდა, პრემიერმა სტუდენტებს განათლების სფეროში საკუთარი ინიციატივები გააცნო.

ღარიბაშვილის ინიციატივით, რეგიონებიდან ჩამოსული მაღალი აკადემიური მოსწრების, ხელმოკლე სტუდენტებისთვის სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი აშენდება. საცხოვრებელში უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტების სასწავლო გარემო და ინფრასტრუქტურაც.

პრემიერის მეორე ინიციატივა საერთაშორისო განათლების ცენტრის შექმნას ითვალისწინებს. ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტებისთვის სხვადასხვა პროექტს განახორციელებს. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება აღარ დაუშვებს, რომ სტუდენტები პოლიტიკური მიზნით გამოიყენონ.

პრემიერის კიდევ ერთი ინიციატივა საჯარო სექტორში სტუდენტების სტაჟირებასა და პრაქტიკას ეხება. საჯარო უწყებები ვალდებული იქნებიან მიიღონ ფიქსირებული რაოდენობის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რათა ახალგაზრდებს სამუშაო გამოცდილებისა და პრაქტიკის მიღების საშუალება მიეცეთ.

პრემერმა სტუდენტების კითხვებსაც გასცა პასუხი.
Next Article ნინა კობახიძე ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტში
Print
2527 Rate this article:
No rating

x
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456
«ივნისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456